ფინანსთა სამინისტრო - ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების რეკორდი დაფიქსირდა
ფინანსთა სამინისტრო - ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების რეკორდი დაფიქსირდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 232.6 მილიონი ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, ეს რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მილიონი ლარით აღემატება.

„სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608 მილიონი ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121 მილიონი ლარით, 24.8%-ით აღემატება“, – აღნიშნავენ სამინისტროში.