ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლონდონში, JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლონდონში, JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ქალაქ ლონდონში,  JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბრისას ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა ფინანსური ბაზრების როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.

მათივე ცნობით, კონფერენციის პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან, სადაც მათ საქართველოს ეკონომიკური ვითარება გააცნო და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საქართველოს ევროობლიგაციების რეფინანსირების შესახებ.

„შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელმა, მათ შორის, ეს კომპანიებია: Eaton Vance-ი, RBC BlueBay Asset Management-ი, Morgan Stanley Investment Management-ი, Franklin Templeton-ი, JP Morgan Asset Management-ი და სხვა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.