ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა  სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მამუკა ბარათაშვილი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლის თებერვლიდან – სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.