ფინანსთა მინისტრი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

14:03, 26.03.2018

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც შვედეთს შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი