ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.