ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო.

„კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მეშვიდე შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა ძირითადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრეს, რომელსაც 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი უნდა დაეყრდნოს.

შემფასებელ მისიას სექტემბერში წინ უსწრებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით.

ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვირტუალურ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს