ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ვის გადაუვადდება კიდევ სამი თვით საბანკო სესხები
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ვის გადაუვადდება კიდევ სამი თვით საბანკო სესხები

ბანკებთან შევჯერდით, რომ მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ბანკები ასევე გადაამოწმებენ და სესხს გადაუვადებენ ადამიანებს, რომლებსაც მკვეთრად შეუმცირდათ ან შეუწყდათ შემოსავალი.

„იცით, რომ სამი თვით იყო პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე სესხები გადავადებული, ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია, ისე, რომ არ მოხდა მათ პროცენტზე პროცენტის დარიცხვა. ამ ეტაპზე ბანკებთან გვქონდა კონსულტაციები და პრაქტიკულად შევჯერდით შემდეგ მოდელზე, მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს. ამის გარდა, ასევე, თავად შეაფასებენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ვისაც შეუწყდა ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, ასევე თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმავე პირობებით გადაუვადებენ მათ სესხს. აქაც პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი