ფინანსთა მინისტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის მთავარი ასპექტები განიხილეს, ასევე ყურადღება დაუთმეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის  განათლების რეფორმის პროცესში სააგენტოს მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა  მზადყოფნა გამოთქვა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსი კვლავ მიმართოს საქართველოში მიმდინარე და ასევე, ახალი პროგრამების დასაფინანსებლად, რომლის მთავარ მიზანია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, ინკლუზიური ზრდის, თავისუფალი ბაზრის და დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერა და გაძლიერება.