ფინანსთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძე წარადგინა
ფინანსთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძე წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე 1982 წელს, თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. მას 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

რაც შეეხება მოქმედ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება.

 

დატოვე კომენტარი