ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს

13:27, 13.11.2017

ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება ნამდვილად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა.

მსგავსი