Financial Times - ბრიტანეთის სპეცსამსახურები ეჭვობდნენ, რომ Kaspersky-ის პროდუქციას ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდნენ
Financial Times - ბრიტანეთის სპეცსამსახურები ეჭვობდნენ, რომ Kaspersky-ის პროდუქციას ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდნენ

ბრიტანეთის სპეცსამსახურები ეჭვობდნენ, რომ Kaspersky-ის პროდუქციას ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანულ დაზვერვაში შიშობდნენ, რომ Kaspersky-ის პროდუქტების გამოყენებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და მაღალჩინოსან სამხედროებს უთვალთვალებდა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ ბანკ Barclys-ს Kaspersky-სთან თანამშრომლობის შეწყვეტა სურს. აღნიშნული ბანკი 2008 წლიდან კლიენტებს უფასოდ სთავზობდა Kapersky-ს პროდუქტებს.

ფინანსურ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაწყვეტა კომერციულ საკითხებს უკავშირდება და ბანკში ევგენი კასპერსკის კომპანიის პროდუქციის ჯაშუშობისათვის გამოყენების შესახებ შეტყბინება არ მიუღიათ.

18 სექტემბერს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეგულაციას, რომელიც ფედერალურ უწყებებს Kaspersky-ის პროდუქციის გამოყენებას უკრძალავს. სენატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროგრამები, შესაძლოა, იყოს კრემლის ინსტრუმენტი და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.