ფინალურ სერიაში „დინამო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება (ფოტო) | წყალბურთი
წყალბურთში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თბილისის „დინამო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპრდება.
სპორტკომპლექს ოლიმპიკის აუზზე გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრებში „დინამომ“ „სპორტმენეჯმენტი“ 18:2 დაამარცხა. ლოკომოტივმა კი თბილისს „9:6“ მოუგო. ფინალური სერიის პირველი მატჩი 23 მაისს 18:30 დაიწყება.
მანამდე კი ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის „სპორტმენეჯმენტი“ და „თბილისი“ დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.