ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა
ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გურამ თევზაძე.

თევზაძის სახელს უკავშირდება კანტის, ჰაიდეგერისა და ჰარტმანის ფილოსოფიური ნაშრომების ქართულად თარგმნა და ფუნდამენტური კვლევა; ქართველ ფილოსოფოსთა – პეტრე იბერი, იოანე პეტრიწი, სოლომონ დოდაშვილი და ა.შ. კვლევა და გამოცემა.

გურამ თევზაძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა ფილოსოფიის ისტორიის ისეთი კურსების მომზადებასა და გამოცემაში, როგორიცაა შუა საუკუნეებისა და მე-20 საუკუნის ფილოსოფია.
მან ასევე გამოსცა რეპრესირებული ფილოსოფოსების, მოსე გოგიბერიძის ოთხტომეული და სავლე წერეთლის გამოუქვეყნებელი ნაშრომები.

ფილოსოფოსს გურამ თევზაძეს 4 სექტემბერს 15:00 საათზე დაკრძალავენ.