ფილმ „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება
ფილმ „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ფილმის საპროდიუსერო ჯგუფი ავრცელებს. ფილმის პრემიერა Asian World Film Festival-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

რამდენიმე დღის წინ „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია.  სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

დატოვე კომენტარი