ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ამოფრქვევა დაიწყო
ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ამოფრქვევა დაიწყო

ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ამოფრქვევა დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით, ვულკანის მიმდებარე დასახლებებიდან ევაკუირებულია რვა ათასი ადამიანი, ხელისუფლება კიდევ 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას გეგმავს.

სეისმოლოგები პროგნოზირებენ, რომ უახლოეს საათებში ამოფრქვევა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

გასული ღამის განმავლობაში მათ 75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს.

ვულკანი ტაალი დედაქალაქ მანილადან სამხრეთით, 70 კილომეტრში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში.