ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ფილიპინებში ტაიფუნ „ტისოის“ მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთი ადამიანი სტიქიას კუნძულ ლუსონზე ემსხვერპლა, კიდევ ხუთი კი მიმაროპას რეგიონში დაიღუპა. ასევე, ორი ადამიანი დაიღუპა კესონის პროვინციაში, ხოლო ერთი – კუნძულ ლეიტაზე.

„ტისოი“ ფილიპინებს ორშაბათს დაატყდა თავს. უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ ნახევარ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ამ დრომდე არსებობს წყალდიდობის საფრთხე, რომელიც 300 ათასამდე მოსახლეს ემუქრება.

დატოვე კომენტარი