ფილიპინებში ტაიფუნ „მანგჰუტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
ფილიპინებში ტაიფუნ „მანგჰუტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ფილიპინებში ტაიფუნ „მანგჰუტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. პორტალ Rappler-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის გამო 43 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, 64-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნი ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. არქიპელაგის რამდენიმე კუნძულზე ქარის სიჩქარემ საათში 170 კილომეტრს მიაღწია.

სტიქიის გამო ფილიპინებში 250 000-ზე მეტი ადამიანის საცხოვრებელი დაიტბორა. ტაიფუნმა „მანგჰუტმა“ ჩინეთის სანაპირო ზოლი და კონტინენტური ნაწილიც დააზარალა. სტიქიას ჩინეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა.