ფილიპინებში სუპერტაიფუნ „მანჯუთის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
ფილიპინებში სუპერტაიფუნ „მანჯუთის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ფილიპინებში სუპერტაიფუნმანჯუთის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

მასშტაბურმა სტიქიურმა უბედურებამ კუნძულოვან სახელმწიფოში საათში 170 კილომეტრის სიჩქარის ქარი, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. გარკვეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება, ამიტომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სუპერტაიფუნიმანჯუთი“ ახლა ჩრდილოეთისკენ მიემართება, ამიტომ ჰონგ-კონგსა და ჩინეთის სამხრეთ ნაწილში სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად შესაბამის ზომებს იღებენ.

დატოვე კომენტარი