ფილიპინებში, სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი თავდამსხმელია
ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი თავდამსხმელია.
გამოცემის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ საშუალო სკოლაში მოსწავლეებს ცეცხლი საკლასო ოთახში გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი მე-10 კლასის მოსწავლეა, თავდამსხმელი კი მე-9 კლასის მოსწავლე იყო. ინციდენტის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მოსწავლე.
ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა საქმე გამოიძიონ და განსაზღვრონ სკოლებში ძალადობის თავიდან ასაცილებლად გასატარებელი ზომები.
„ჩვენი სკოლები არის ადგილი, რასაც ვანდობთ ჩვენს შვილების სწავლას, აღზრდას და მომავალ ცხოვრებაზე ოცნებას. სკოლები უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილი“, – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.