ფილიპინებში, სავაჭრო ცენტრიდან მძევლები გაათავისუფლეს
ფილიპინებში, სავაჭრო ცენტრიდან მძევლები გაათავისუფლეს

ფილიპინებში, სავაჭრო ცენტრიდან მძევლები გაათავისუფლეს. სავაჭრო ცენტრის ყოფილ თანამშრომელს 27 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

გამოცემა „რაპლერის“ ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული დაცვის ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, შეიარაღებული მამაკაცი შენობიდან მძევლებთან ერთად გამოვიდა და იარაღი ჩააბარა.

მანამდე, გაზეთმა „მანილა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა 30 -მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. გავრცელებული ცნობთ, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაშავდა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი