ფილიპინებში, სამხედრო ობიექტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა 
ფილიპინებში, სამხედრო ობიექტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა 

ფილიპინებში, სამხედრო ობიექტის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ გარდაცვლილი სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტია.

აფეთქებამდე უსაფრთხოების სამსახური ქალის არაბუნებრივმა ქმედებამ დააეჭვა, რასაც ნაღმის ამოქმედება მოჰყვა. თუმცა, დროულად შენიშვნის გამო, სამხედროებში მასშტაბური მსხვერპლის არიდება შესაძლებელი გახდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

დატოვე კომენტარი