ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 და 5,9 ბალი იყო.

სტიქიის ეპიცენტრი ბატანესის პროვინციაა, რომელიც არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

ადგილობრივის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 60 ადამიანი. ცუნამის შესახებ გაფრთხილებას არ გავრცელებულა. ძლიერი ბიძგების შედეგად დაზიანდა ათობით სახლი.