ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციასა და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ პირები, რომლებიც კარანტინის ზომებს დაარღვევენ
ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ პოლიციასა და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზომებს დაარღვევენ, სამართალდამცველებს ან სამედიცინო პერსონალს არ დაემორჩილებიან და საფრთხეს შეუქმნიან.
„პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ. ჩემი განკარგულებაა პოლიციისა და სამხედროების მიმართ – თუ ჩნდება პრობლემა და ხდება ისე, რომ ისინი გებრძვიან და თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია, სასიკვდილოდ ესროლეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.
ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2311 ადამიანი.