ფილიპინების პრეზიდენტი - კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ აღდგება
ფილიპინების პრეზიდენტი - კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ აღდგება

კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ აღდგება, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ლიდერმა როდრიგო დუტერტემ გააკეთა.

ფილიპინების სკოლებში სწავლის დაწყება აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა. 25 მილიონი მოსწავლე მარტის შემდეგ კორონავირუსის ეპიდემიის გამო განათლების მიღებას სრულფასოვნად ვერ ახერხებს.

„ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ უსაფრთხოება დაცულია, მანამდე სასწავლო პროცესის აღდგენის განკარგულებას არ გავცემ, ვაქცინა ჩემთვის უმთავრესია“, – განაცხადა როდრიგო დუტერტემ.

ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13 ადამიანი დაიღუპა.