ფილიპინების მინდანაოს შტატის ავტონომიურ რეგიონში დღეს 80-წევრიან პარლამენტს პირველად აირჩევენ

14:22, 14.09.2026

ფილიპინების მუსლიმური მინდანაოს შტატის ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში (BARMM) დღეს ისტორიულ საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ფილიპინების ავტონომიურ რეგიონში, რომელიც კუნძულ მინდანაოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, დღეს 80-წევრიან პარლამენტს პირველად აირჩევენ. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 2.4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მედიის ცნობით, რეგიონში კენჭისყრა გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე დაიწყო. არჩევნების წინა დღეს, ქალაქ კოტაბატოში საარჩევნო უბანთან დაპირისპირებას სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

ამასთან, ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ვიდეომიმართვაში არჩევნები „ბანგსამოროს გზაზე გადამწყვეტ მომენტად“ შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.

ცნობისთვის, BARMM ფილიპინების რეგიონია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია. რეგიონში ავტონომია 2019 წელს რეფერენდუმის შემდეგ შეიქმნა. მინდანაოსთვის ავტონომიის მინიჭება მიზნად ისახავდა კონფლიქტის შეჩერებას, რომელმაც 120 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაახლოებით ორი მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

მსგავსი