ფილიპ რიკერი​ - მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში ისეთ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც ღია არის პლურალიზმისთვის
ფილიპ რიკერი​ - მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში ისეთ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც ღია არის პლურალიზმისთვის

მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში ისეთ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც არის ღია პლურალიზმისთვის, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური მონაწილეობა, ჩართულობა და მედია პლურალიზმი არის მთავარი ფუნდამენტი და პრინციპი იმ ღირებულებებისა, რაც საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. ასევე ნაწილი იმ ღირებულებებისა, რასაც იზიარებს ნატო-ს ნებისმიერი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პოლიტიკა განხორციელდეს იმგვარად, რომ ასეთი პირობები შეიქმნას ქვეყანაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიახლოვდება საარჩევნო წელი“,- განაცხადა რიკერმა.

დატოვე კომენტარი