ფილიპ ლამი გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობას არ აპირებს
ფილიპ ლამი გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტობას არ აპირებს

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ არ აპირებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებას. ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლამმა, შესაძლოა, შეცვალოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი რაინჰარდ გრინდელი.

„აბსოლუტურად არ გამაჩნია ამბიცია გავხდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი“, – განაცხადა ლამმა კიკერთან (Kicker) კომენტარში.