ფილიპ ლამბერტსი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო ძირითად ადამიანურ უნარებს მოკლებულია
ფილიპ ლამბერტსი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო ძირითად ადამიანურ უნარებს მოკლებულია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო ძირითად ადამიანურ უნარებს მოკლებულია, რაც საშიშია – ამის შესახებ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტის დეპუტატმა, ფილიპ ლამბერტსმა განაცხადა.

ლამბერტსმა, რომელიც ევროპარლამენტში ბრექსიტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრია, თქვა, რომ ტერეზა მეის სხვების აზრის გათვალისწინების უნარი არ აქვს.

„გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ დროის განმავლობაში, ეს არის ტერეზა მეის მიდგომა და მისი უუნარობა, რომ სხვების აზრი გაითვალისწინოს. ასევე მისი უუნარობა, რომ ნდობა მიიღოს თავის საკუთარ კაბინეტში და თემთა პალატაში“ – აღნიშნა ფილიპ ლამბერტსმა.