ფილიპ ბრიდლავი - ყველა, ვინც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცები არიან
ფილიპ ბრიდლავი - ყველა, ვინც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცები არიან

ქართველი ჯარუსკაცები ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ, ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ, ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატო-ს წევრებზე, – ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლავმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ქართველ ჯარისკაცებზე, ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მას ქართველ ჯარისკაცებზე ორი სახის შეფასების გაკეთება შეუძლია.

„ორ შეფასებას მოგცემთ. ერთი მთავარსარდლის გადმოსახედიდანაა. მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად პატრულირებაზე ან მათთან ერთად სანგარში არ მიბრძოლია, მაგრამ ნატო-ს ჯარების მთავარსარდლის პოზიციიდან სტრატეგიული შეფასება ისაა, რომ საქართველოს ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ამერიკასა და ნატო-ს სჭირდება. ისინი ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ, ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ. ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატო-ს წევრებზე. ქართველები, რომლებიც წევრები არ არიან, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად. ტაქტიკურ დონეზე ის შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა, ვინც მათთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, და თქვენ იცით, რომ ქართველებს საზღვაო ქვეითებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცები არიან. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ ისინი ჩვენს გუნდში არიან“, – განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.