ფილიპ ბრიდლავი – არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევაა, მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
მისი თქმით, „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
„ამ უქმე დღეებში ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს – გილოცავთ. მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად. მომდევნო წლებში ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ერებს შორის“, – აღნიშნა ბრიდლავმა.
This weekend marks an important democratic milestone for the people of Georgia – congratulations! The government has been given a mandate to strengthen ties with the US, NATO & Western allies. Looking forward to continued cooperation between our nations in the years to come 🇬🇪🇺🇸
— GEN (R) Phil Breedlove (@PMBreedlove) November 1, 2020