ფილადელფიაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ორი არასრულწლოვანი

09:45, 04.07.2023

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი არასრულწლოვანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია ეჭვმიტანილი და ასევე პირი, რომელმაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია.

მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, თუ რა გახდა სროლის მიზეზი.

მსგავსი