ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა [ვიდეო]
ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა [ვიდეო]

პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, დემონსტრანტები თავდაპირველად პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს.

მშვიდობიანი დემონსტრაცია მალე არეულობაში გადაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 30-მდე სამართალდამცველი. დაკავებულია ათობით ადამიანი.

ფილადელფიაში მობილიზებულია ეროვნული გვარდიის დანაყოფები. პოლიციის განცხადებით, ასობით ადამიანი ქალაქში მაროდიორობაში მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ გააქვთ მაღაზია „უოლმარტიდან“ ნივთები.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ პორტ რიჩმონდის რაიონში მისვლას, სადაც მაროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა.

26 ოქტომბერს ფილადელფიის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს 27 წლის ფერადკანიან მამაკაცს, უოლტერ უოლესს, რომელიც რომელიც დანით იყო შეიარაღებული.