ფილადელფიაში მცხოვრებმა ქართველებმა ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს

15:31, 04.06.2018

ფილადელფიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და ფილადელფიაში აქცია გამართეს.

მათი განმარტებით, ამ აქციით,  ადამიანურ თანადგომას გამოხატავენ  ხორავას ქუჩაზე დაღუპული ბიჭების მშობლების მიმართ.

,, შევიკრიბეთ ერთად როგორც შვილები, როგორც მეგობრები, როგორც თანამოაზრენი ჭირის დროს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები და როგორც უამრავ ქარტეხილს გამოვლილი საქართველოს შვილები. ძალა ერთობაშია”,- აცხადებენ ემიგრანტები.

მსგავსი