„ფილადელფიას“ პლეი ოფის მეორე რაუნდამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ფილადელფიას“ პლეი ოფის მეორე რაუნდამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* შეხვედრის დებიუტში ლიდერი ორჯერ შეიცვალა, რის შემდეგაც „ფილადელფია“ მატჩის ბოლომდე კომფორტული სხვაობით იგებდა. ყველაზე დიდი სხვაობა 31 ქულა დაფიქსირდა.

* ჯოელ ემბიდმა 36 ქულით პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. მას ამისთვის მხოლოდ 28 წუთი დასჭირდა.

* „ფილადელფიამ“ თამაშიდან 58.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა და სამქულიანების 51.5 პროცენტი გამოიყენა.

* „ფილადელფიას“ ხუთივე სასტარტომ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა.

* „ფილადელფიამ“ პლეი ოფის პირველ სამ მატჩში მინიმუმ 120 ქულა ჩააგდო. აქამდე ასეთი რამ გაუკეთებიათ „იუტას“ (2020), „გოლდენ სტეიტს“ (2019), „ლეიკერსსა“ (1987) და „ბოსტონს“ (1986)

* „ფილადელფიას“ სამი მეოთხედის შემდეგ 109 ქულა ჰქონდა, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

* რასელ უესტბრუკმა პლეი ოფში მე-11 სამმაგი დუბლი შეასრულა და გაუთანაბრდა მესამე ადგილზე მყოფ ჯეისონ კიდს.

 

ვაშინგტონი-ფილადელფია 103:132 (28:36, 30:36, 28:37, 17:23)

: უესტბრუკი (26+12 მოხსნა+10 პასი), ბილი (25), ჰაჩიმურა (10), ბერტანსი (8), ლენი (2) – სასტარტო; გეფორდი (16), სმიტი (7), რ. ლოპესი (4), მეტიუზი (3), ნეტო (2), ბონგა (0), გილი (0).

: ემბიდი (36+8 მოხსნა), ჰარისი (20+13 მოხსნა), სეტ კარი (15+6 პასი), გრინი (15), სიმონსი (14+9 პასი) – სასტარტო; სკოტი (6), ჰილი (5), ჰოვარდი (5+9 მოხსნა), ტაიბული (5), მაქსი (4), მილტონი (4), ქორქმაზი (3), ჯო (0), რიდი (0).

სერია: 0-3