„ფილადელფია“ პლეი ოფში გავიდა და „ნიუ იორკს“ შეხვდება #1TVSPORT
„ფილადელფია“ პლეი ოფში გავიდა და „ნიუ იორკს“ შეხვდება #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება პლეი ინის ეტაპი. გაირკვა აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის მეშვიდე მონაწილე. ეს არის „ფილადელფია“, რომელმაც შინ მოუგო „მაიამის“.

„ფილადელფიაში“ საუკეთესო იყო მისი ლიდერი ჯოელ ემბიდი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა და 15 მოხსნა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა ტაილერ ჰირო (მაიამი), რომელსაც ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 25 ქულა, ცხრა შედეგიანი გადაცემა.

„ფილადელფია“ პლეი ოფის ძირითად ბადეში გავიდა და პირველ რაუნდში აღმოსავლეთის მეორე გუნდს „ნიუ იორკს“ შეხვდება. „მაიამი“ კი გააგრძელებს პლეი ინში თამაშს და შინ მიიღებს „ჩიკაგოს“, რომელმაც „ატლანტა“ დაამარცხა. ამ მატჩში გაირკვევა აღმოსავლეთიდან პლეი ოფის ბოლო მონაწილე, რომელიც პირველ რაუნდში კონფერენციის ჩემპიონს „ბოსტონს“ შეხვდება.

 

ფილადელფია-მაიამი   105:104 (22:23, 17:28, 30:23, 36:30)

: ემბიდი (23+15 მოხსნა), მაქსი (19+6 პასი), უბრე (11+8 მოხსნა), ჰარისი (9+10 მოხსნა), ლაური (7) – სასტარტო; ბატუმი (20), ჰილდი (7+6 პასი), რიდი (6), პეინი (3).

: ჰირო (25+9 პასი), ბატლერი (19+5 ჩაჭრა), ადებაიო (10+12 მოხსნა), მარტინი (5), იოვიჩი (5) – სასტარტო; ხაკესი (15), ლავი (10), ჰაისმიტი (9), რაიტი (6).

 

ჩიკაგო-ატლანტა              131:116 (40:22, 33:45, 37:25, 21:24)

: უაიტი (42+9 მოხსნა+6 პასი), ვუჩევიჩი (24+12 მოხსნა), დეროზანი (22+9 პასი), დოსუნმუ (19), კარუზო (6) – სასტარტო; გრინი (10), დრამონდი (4), ტერი (4).

: მიურეი (30+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (22+10 პასი), კაპელა (22+17 მოხსნა), ბოგდან ბოგდანოვიჩი (21), ჰანტერი (8) – სასტარტო; მეტიუზი (8), ფერნანდო (5).