ფიჯის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ფიჯის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს ფიჯის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების მინისტრი სტუმრობს. რატუ ინოკე კუბუაბოლას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

ფიჯის სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოსთან ქვეყანას სამედიცინო სფეროში თანამშრომლობაც აკავშირებს. კერძოდ, ამ დროისთვის სამედიცინო განხრით, თბილისში უმაღლეს განათლებას ფიჯიდან ცხრა სტუდენტი იღებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაც იგეგმება.

რატუ ინოკე კუბუაბოლას 2009-2016 წლებში ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.