ფიგურული ციგურაობა | სპორტულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მეცამეტე ადგილი დაიკავა, ჩემპიონობა ფრანგებმა - გილემ სიზერონმა და ლორენს ფურნიემ მოიპოვეს #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | სპორტულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მეცამეტე ადგილი დაიკავა, ჩემპიონობა ფრანგებმა - გილემ სიზერონმა და ლორენს ფურნიემ მოიპოვეს #1TVSPORT

ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტულ ცეკვაში ოქროს მედლისთვის ბრძოლა მეტად საინტერესოდ წარიმართა. უმაღლესი სინჯის პრეტენდენტები იყვნენ ამერიკელები – მედისონ ჩოკი-ივან ბეიტსი და ფრანგები – გილემ სიზერონი და ლორენს ფურნიე.

ამ ორ წყვილს შორის საბოლოოდ ქულათა ძალიან მცირე სხვაობა დაფიქსირდა – ოლიმპიური ჩემპიონობა კი ფრანგებმა მოიპოვეს (225.82 ქულა). მეორე იყო ამერიკული წყვილი (224.39 ქულა), ხოლო ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ კანადელები – ფაიფერ გილი და პოლ პუარიე (217.74 ქულა).

საქართველოს წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა საბოლოოდ მეცამეტე ადგილი დაიკავეს (196.02).