ფიგურული ციგურაობა | საფრანგეთის გრანპრიზე მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ ანასტასია გუბანოვა მეორე ადგილზეა #1TVSPORT

23:32, 23.10.2026

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში დაიწყო გრანპრის სერიის ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრების წევრებიდან შეჯიბრებაში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები), დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) და ანასტასია გუბანოვა (ქალები) მონაწილეობენ.

ტურნირის პირველ დღეს ქალთა შორის შეჯიბრებაში ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა წარმოადგინა, 72.63 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილზეა. გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 24 ოქტომბერს წარმოადგენს.

ტურნირზე სპორტულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წყვილმა (დიანა დევისი-გლებ სმოლკინი), რიტმული ცეკვის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

24 ოქტომბრის განრიგი:

სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა);

სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა);

ქალები (თავისუფალი პროგრამა);

25 ოქტომბრის განრიგი:

სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა).

მსგავსი