ფიგურული ციგურაობა | საფრანგეთის გრანპრიზე დევისისა და სმოლკინის წყვილი მეორე ადგილზეა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ანჟეში დაიწყო გრანპრის სერიის ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრების წევრებიდან შეჯიბრებაში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები), დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) და ანასტასია გუბანოვა (ქალები) მონაწილეობენ.
ტურნირის პირველ დღეს დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვებში 77.90 ქულა დაიმსახურეს და მეორე ადგილზე არიან.
საქართველოს ნაკრები წევრები თავისუფალ პროგრამას 24 ოქტომბერს წარმოადგენენ.
დღესვე ტურნირზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა გამოვა.
24 ოქტომბრის განრიგი:
სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა);
სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა);
ქალები (თავისუფალი პროგრამა);
25 ოქტომბრის განრიგი:
სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა).