ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ვაჟთა შორის ერთეულებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ.

მან უშეცდომოდ ისრიალა და მსაჯებისგან 169.78 ქულა დაიმსახურა. მანამდე მოკლე პროგრამაში მას 78.84 ქულა ჰქონდა. ჯამში კი 248.62 ქულა მოუგროვდა და საშუალედო ლიდერად იქცა.

საბოლოოდ, ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა, მსოფლიო ჩემპიონი კი აშშ-ის სახელით გამომსვლელი ილია მალინინი გახდა, რომელმაც ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

კვარცხლბეკი:

1. ილია მალინინი (აშშ) – 329.40 ქულა

2. იუმა კაგიამა (იაპონია) – 306.67

3. შუნ სატო (იაპონია) – 288.54