ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

22:33, 02.10.2026

ბათუმში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერის ტურნირზე, „თრიალეთის თასზე“, ნიკა ეგაძემ პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 93.80 ქულით პირველ ადგილზე იყო. ეგაძეს პირველობა არც თავისუფალი პროგრამის შემდეგ დაუთმია და საბოლოოდ, 262.65 ქულით „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული გახდა.

დღესვე ტურნირზე გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულა საქართველოს ნაკრების მოცეკვავე წყვილმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის შემადგენლობით.

ტურნირის დასკვნით დღეს, 3 ოქტომბერს, თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები და ქალები წარადგენენ. სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი პირველ ადგილზეა, ხოლო ქალთა შეჯიბრებაში ანასტასია გუბანოვა მესამე, ხოლო ინგა გურგენიძე მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი