ფიგურული ციგურაობა | ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან [ვიდეო] #1TVSPORT

წარმატებული სტარტი აიღო ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამით თითქმის უშეცდომოდ იციგურავეს და პროგრამა მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს.

მათმა ქულათა ჯამმა 71,68 შეადგინა. მესამეადგილოსან წყვილს, მინერვა ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინს (გერმანია) 73,59 ქულა აქვს. ასე რომ, ჩვენი წყვილი მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. პირველი ადგილი კი არავის დაუთმეს იაპონელებმა – რიკუ მიურამ და რაიჩი კიჰარამ (76,57 ქულა).

სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით სპორტსმენები 28 მარტს გვიან ღამე, 02:15 საათიდან გამოვლენ, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.