ფიგურული ციგურაობა | ბერულავამ და მეტელკინამ ტილბურგის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ბერულავამ და მეტელკინამ ტილბურგის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს #1TVSPORT

15-17 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. მასში მონაწილეობდა საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

მათ როგორც მოკლე, ასევე თავისუფალი პროგრამით მაღალ დონეზე იციგურავეს და, ჯამში, 203.95 ქულა დაიმსახურეს, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ქართულ წყვილს 20-25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატი ელის.