ფიგურული ციგურაობა | ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან [ვიდეო] #1TVSPORT

01:39, 16.02.2026

ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო  ქართული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინეს და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურეს.

ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას ხვალ, 16 თებერვალს წარმოადგენს. სწორედ აქ გაირკვევა მოიპოვებს თუ არა საქართველოსთვის პირველ, ისტორიულ მედალს ზამთრის ოლიმპიადებზე. შეჯიბრება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი