ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა 28-ე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის ქალაქ ბოსტონში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს სახელით მოასპარეზეთაგან პირველი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა, რომელმაც ქალთა შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა.
იგი ევროპის ჩემპიონია და გულშემატკივარი კვლავ წარმატებულ გამოსვლას ელოდა, თუმცა პირველივე ნახტომისას შეცდომა დაუშვა, რამაც მის ციგურაობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და გუბანოვამ დაბალი შეფასება მიიღო – 47,31.
ამ მაჩვენებლით მან გამოსვლა 28-ე ადგილზე დაასრულა და თავისუფალი პროგრამით ვეღარ ისრიალებს.