ფიგურულ ციგურაობაში ყველა რეკორდი განულდა
ფიგურულ ციგურაობაში ყველა რეკორდი განულდა

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ყველა რეკორდი გააუქმა. ორგანიზაციამ შესრულების შეფასების ახალი სისტემა შემოიტანა, რის გამოც, რეკორდები განულდა, – იტყობინება კავშირის პრესსამსახური.

შეფასების ახალი სისტემა 2018 წლის ივნისში, სევილიაში მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე დამტკიცდა. ის გაფართოვდა „მინუს ხუთი – პლუს ხუთი“ სქემამდე. ადრე გამოიყენებოდა სისტემა – „მინუს სამი – პლუს სამი“.

ყველა წინა რეკორდი და შედეგი, რომელიც 2018-2019 წლების სეზონამდე იყო ნაჩვენები, არქივში გადავა და „ისტორიული“ გახდება.