„ფიფლ ინ ნიდმა“ ჩეხეთის მთავრობისა და USAID/GEORGIA- ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის მედიაწიგნიერების დახურვით ღონისძიებას უმასპინძლა
„ფიფლ ინ ნიდმა“ ჩეხეთის მთავრობისა და USAID/GEORGIA- ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის მედიაწიგნიერების დახურვით ღონისძიებას უმასპინძლა

თბილისში სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, არაკომერციულმა ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდმა“ ჩეხეთის მთავრობისა და USAID/GEORGIA- ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის მედიაწიგნიერების დახურვით ღონისძიებას უმასპინძლა.

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, „ფიფლ ინ ნიდის“ მიერ ჩატარებული ღონისძიების მთავარი საკითხი მედიაწიგნიერებას, ფაქტების გადამოწმებას, მედია განათლებასა და საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობის განხილვას ეხმიანებოდა.

„დღესდღეობით საქართველოში დეზინფორმაციის მასშტაბი მზარდია, ინფორმაციებზე საზოგადოების დიდი ნაწილის რეფლექსია კი, ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო საშინაო, თუ საგარეო ძალების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის სიძლიერე, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ნდობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვაქცინაციის პროცესებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ მიერ ჩატარებული ღონისძიების მთავარი საკითხი მედიაწიგნიერებას, ფაქტების გადამოწმებას, მედია განათლებასა და საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობის განხილვას ეხმიანებოდა.

2020 წლის იანვრიდან, „ფიფლ ინ ნიდის“ საქართველოს მისიამ განახორციელა პროექტი „საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ – აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაინერგა OWIS სასწავლო მეთოდოლოგია, რომელიც დოკუმენტური ფილმებით მედია წიგნიერების და ადამიანის უფლებების სწავლებას გულისხმობს, გადამზადდა 12 სამიზნე ორგანიზაცია და შემდგომ მათი დახმარებით მოიცვა 150ახალგაზრდა, გრძელვადიანი სასწავლო კურსით

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ:

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა; USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელი პეტერ ვიბლერი და „ფიფლ ინ ნიდ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი დიონ ბატერსბი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.