ფიფაში შეაფასეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გადადების შესაძლებლობა

20:16, 10.05.2020

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა უპასუხა შეკითხვას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესაძლო გადადების თაობაზე.

„მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება თანამშრომლობის, სოლიდარობისა და ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითს აჩვენებს, რისი წყალობითაც ფიფა დარწმუნებულია, რომ ფედერაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობით მივაღწევთ იმას, რომ COVID-19-ს მინიმალური გავლენა ექნება ფეხბურთზე,“ – განაცხადა ფიფას წარმომადგენელმა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ყატარში 2022 წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

მსგავსი