ფიფაში ეჭვი ეპარებათ, რომ 2020 წელს სანაკრებო მატჩები გაიმართება
ფიფაში ეჭვი ეპარებათ, რომ 2020 წელს სანაკრებო მატჩები გაიმართება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ მონტალიანიმ ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარების შესაძლებლობა.

„ამ საკითხში მთავარ პრობლემას ვხედავ საერთაშორისო მგზავრობების აუცილებლობაში. პრიორიტეტი – ეროვნული ფეხბურთია. სექტემბერი ჯერ ისევ ჩვენს გეგმებშია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ვარიანტს დიდი შანსები ჰქონდეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

ძალიან ვეჭვობ, მატჩები მაყურებლების თანდასწრებით გაიმართოს. ეს უდიდესი რისკია. ეჭვი არ მეპარება, რომ 2021 წელს, მარტის სანაკრებო ფანჯრისას ყველაფერი წესრიგში იქნება. ახლა, პირველ რიგში, ეროვნული ჩემპიონატების საკითხი უნდა გადაწყდეს“ – თქვა მანტალიანიმ.