ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიას რუუდ გულიტი და ილარია დ'ამიკო წაიყვანენ
ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიას რუუდ გულიტი და ილარია დ'ამიკო წაიყვანენ

23 სექტემბერს, მილანის „ლა სკალას“ თეატრში გაიმართება ფიფას ჯილდოების (The Best) გადაცემის ყოველწლიური ცერემონია. ტრადიციულად, გამოვლინდებიან გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები, მწვრთნელები, მეკარე, დასახელებული იქნება წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი და გამოცხადდება სეზონის სიმბოლური ნაკრები.

ფიფამ თავის ოფიციალურ გვერდზე დაასახელა ცერემონიის წამყვანები. ისინი იქნებიან – ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი ილარია დ’ამიკო.

გულიტი – „მილანისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავია, 1987 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი. დ’ამიკო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა სპორტული ტრანსლიაციების იტალიურ სამყაროში. ის, აგრეთვე, „იუვენტუსის“ მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის მეგობარი და ამ ფეხბურთელის ვაჟის დედაა.

ფიფა-ს დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემს.